საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№31/29 - 01
26.06.2019   
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესისა“ და სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესი დანართის შესაბამისად;
2.    დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანების 1-ლი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წესის მიხედვით სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე:
მარინა ჩავლეიშვილი - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;
ბ) კომისიის წევრები:
ეთერ ხარაიშვილი - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ნინო ფარესაშვილი - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;
გ) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში;
დ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ე) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ვ) მამუკა ხუსკივაძე - ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე;
ზ) თამარ მიხანაშვილი - ეკონომიკის  საერთაშორისო  სკოლის აკადემიური პროგრამების კოორდინატორი.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,    პროფესორი   გიორგი ღაღანიძე